|
2016-07-08 11:47:58, 424 ნახვა
მარგველაშვილი: ვარშავის სამიტზე ჩვენ დელეგაციას საქართველოს პარლამენტის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი უმაგრებს ზურგს
ქართულ დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა ერთად მიიღეს, - ამის შესახებ ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტში ნატო-ს კურსის ურყევი ნებისადმი მხარდაჭერაა გამოთქმული. „ეს არის ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლო აწერს ხელს. მინდა, მადლობა ვუთხრა ამ პარტიებს, რადგან როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტებებს, ქვეყნის ინტერესებს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, - განაცხადა მარგველაშვილმა. დეკლარაციას, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების გარდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აწერენ ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)