|
2016-07-06 10:51:39, 964 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელს, ვერნან ქანანს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის პროფესორი დეილ მენი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის კოორდინატორები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ორ ქვეყნას შორის სამართლდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხლეს. შს მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და INL-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გატარებული რეფორმების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საქართველოს შს სამინისტროში აშშ–ს მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორისაა, საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საპატრულო პოლიციის ტექნიკური აღჭურვა. შეხვედრაზე შს მინისტრმა შსს-ს აკადემიის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბების პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც უხალოეს მომავალში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიწყება. აშშ-ს დელეგაციის წევრებმა გიორგი მღებრიშვილს შს სამინისტროში მიმდინარე და დეგეგმილი რეფორმების განხორციელებაში სრული მხარადაჭერა გამოუცხადეს. როგორც აშშ-ს ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელმა შს მინისტრთან საუბრისას აღნიშნა: „ჩვენ ერთიანი საპოლიციო საზოგადოების წარმომადგენლები ვართ, ერთნაირი პრობლემებით. ამიტომ გამოცდილების გაზიარებას და პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს“. ვერნან ქანანმა გიორგი მღებრიშვილი კალიფორნიაში, სან დიეგოში, პოლიციის ხელმძღვანელ პირთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ამერიკულმა მხარემ საქართველოს შს მინისტრს ასოციაციაში გაწევრიანება ოფიციალურად შესთავაზა. გიორგი მღებრიშვილმა მიწვევისა და შეთავაზებისთვის ამერიკელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)