20:24 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 17:52:27, 1121 ნახვა

ეკონომიკა
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ლურჯი მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ლურჯი მოცვის პირველი პარტია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა. 2016 წლის მაისში არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს წრეების წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტმა  და  ექსპორტის შესაძლებლობების განხილვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო. 

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიაა "Vanrik Agro Group“, რომელმაც  ქართული პროდუქცია დუბაიში უკვე გააგზავნა და არაბულ ბაზარზე დიდი დაინტერესების გათვალისწინებით დამატებით შეკვეთებსაც ელოდება. კომპანიის თანადამფუძნებელია საპარტნიორო ფონდი. 

მაისში, არაბულ მხარეს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უმასპინძლა და ქართული პროდუქცია გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა დელეგაციის წარმომადგენლების  ქართულ საწარმოებში სტუმრობა და მათთვის სამუშაო პროცესის გაცნობა. 

დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სავაჭრო ქსელის Baqer Mohebi წარმომადგნელებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ 25 ქართული კომპანიის წარმომადგენლებს სხვადასხვა სექტორიდან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.  

საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით არაბულ მხარესთან განხილულ იქნა  მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური  წყლის და საკვები პროდუქტების  გატანის შესაძლებლობები, რაც როგორც შედეგებიდან ჩანს საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics