|
2016-07-05 11:59:22, 787 ნახვა
საზოგადოება
„ათონი ათასწლოვანი" - გიორგი კალანდიას და არტარეას ახალი დოკუმენტური ფილმი
გიორგი კალანდიას რეჟისორობით შექმნილ ფილმს - „ათონი ათასწლოვანი" სულ მალე მაყურებელი ტელეკომპანია „არტარეას" ეთერში იხილავს. დოკუმენტური ფილმი „არტარეას" გადამღებმა ჯგუფმა ათონის მთაზე ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ მოამზადა. ფილმში მაყურებელი პირველად იხილავს ათონისა და ზუგდიდის ვლაქერნის ხატში დაცული ღვთისმშობლის სარტყლის საოცარ ისტორიას, ასევე, ათონის წმინდა მთის სამი მონასტრის: ზოგრაფის, ვატოპედისა და ივერონის უნიკალურ კადრებს. ფილმში ასახულია ძვირფასი ქართული ხელნაწერებისა და ნაქარგობების ისტორია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიიდან გამოსვენებისა და ლიტანიობის კადრები და ამავე ხატის ქართული ასომთავრული წარწერა. ათონის მთაზე მოგზაურობისას „არტარეას" გადამღებ ჯგუფს საშუალება ჰქონდა ფირზე დაეფიქსირებინა ივერონის მონასტერში არსებული ქართველ ქტიტორთა ფრესკები, ზოგრაფის მონასტერში ბერების აკლდამა და კარიესში ექვთიმე მთაწმინდელის ფრესკა. დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი კალანდიაა, ოპერატორი - გიორგი გოგელაშვილი, ხოლო მონტაჟის რეჟისორი - სოსო ხარატიშვილი. ათონის მთაზე გადაღებული უნიკლაური კადრების გარდა ფილმში გამოყენებულია მუზეუმში დაცული საარქივო მასალებიც. „ათონი ათასწლოვანის" საჯარო პრეზენტაცია დოკუმენტური ფილმის „არტარეას" ეთერში გასვლამდე შედგება.
(R)
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)