13:49 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 11:55:33, 718 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში გუდამაყრის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გუდამაყრის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები უნდა დაიწყოს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესში,  საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებული სირთულეების გამო,  სამუშაოების პროცესი გახანგრძლივდა.

მათივე ინფორმაციით, საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად სარემონტო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებს. ამის შემდეგ,  სანიაღვრე ქსელზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

 აღნიშნული სამუშაოების პარალელურად,  ამ დროისათვის,  გუდამაყრის ქუჩის ზედა ნაწილზე უკვე დაიწყო ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოების მიმდინარეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელები ადგილზე აკვირდებოდნენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics