19:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 12:10:16, 1128 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
უსუფაშვილი: საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები სირცხვილია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, გიგი წერეთელი წლებია ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის თავმჯდომარეა და თუ ორგანიზაცია ისევ აირჩევს, ეს არც კარგი იქნება და არც ცუდი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები და „პწკენები“ სირცხვილია.

„საკითხი წყდება ეუთო-ს საპალრამენტო ასამბლეის  57 ქვეყნის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს სამი  ხმა. ასე  რომ, რაც  უნდა გულზე მჯიღი ვიცეთ, ვიღაცა მხარს უჭერს და ვიღაცა  - არა, ეს არ არის გადამწყვეტი. პოლიტიკური ჯგუფები უჭერენ კანდიდატს მხარს და არა  - ინდივიდები. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, დრომ "ევროპის სახალხო პარტი" მხარს უჭერს გიგი წერეთელს, რადგან ამ ორგანიზაციის წევრია. "სოციალ-დემოკრატების" კანდიდატს მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, რომლის წევრიც არის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და  პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics