|
2016-06-29 14:47:52, 1428 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, დაშავებულია 239 ადამიანი
ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC სტამბოლის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ტერაქტების სერიის შედეგად 239 ადამიანი დაშავდა. სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, დაღუპულთა შორის თურქეთის 23 მოქალაქე და 13 უცხოელია. არსებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის 5 და ერაყის 2 მოქალაქეა გარდაცვლილი. ასევე დაღუპულია უკრაინის, ირანის, ჩინეთის, იორდანიის, ტუნისის და უზბეკეთის მოქალაქეები. როგორც BBC წერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 5 ირანელი. ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ ირანმა სტამბოლთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. ამასთან, დაშავებულთა შორის არის ყირგიზეთის ორი მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში გუშინ ტერაქტების სერია მოხდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)