10:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 19:34:58, 811 ნახვა

საზოგადოება
პირველმა ლედიმ სოციალური საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს სოციალურ საწარმოს „კოდალა" ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებს შეხვდა, რომელთა პროფესიულ გადამზადებას, პროფესიულ სწავლებას და დასაქმებასაც საწარმო ახორციელებს.

საწარმოში დღეისათვის დასაქმებულია 25 ადამიანი, რომელთაგან 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

საწარმოში ეკოლოგიურად სუფთა ხის ნაკეთობებს, ასაწყობი, მექანიზირებული და ფიგურული სათამაშოების 150-მდე სახეობას ამზადებენ.

„ეს სათამაშოები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და ყველამ კარგად ვიცით, რადგან ძალიან ბევრგან შეგვხვედრია. 

აქ ძირითადად დასაქმებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების პირები. ეს სათამაშოები კიდევ უფრო მეტ ფანტაზიას აღვიძებენ მათში.

ეს საკმაოდ სკრუპულოზური ნამუშევრებია და ყველაფერი ეს ისეთი დანადგარების საშუალებით მზადდება, რომელსაც განსაკუთრებული სიზუსტე და ხედვა სჭირდება", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
i24NEWS: ნეთანიაჰუმ ერდოღანის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საქმის მომზადება ბრძანა
ეგვიპტემ ისრაელი ჰამასის 2023 წელს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics