19:41 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 17:06:50, 1039 ნახვა

ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.3709 ლარი გახდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3709 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3436 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0273 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.6289 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5850 არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0439 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.36 – 2.37 ლარამდე მერყეობს, მისი გაყიდვა კი, 2.32 – 2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ჯიხურებში 1 ევრო დღეის მდგომარეობით, 2.60-2.61 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი 2.55-2.56 ლარს მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics