|
2016-06-28 15:13:53, 723 ნახვა
საზოგადოება
„მეძროხეობის სანაშენე ცენტრის ჩამოყალიბება“ ებრაული კომპანიის ხელშეწყობით განხორციელდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მესაქონლეობის სანაშენე საქმიანობის მიმართულების ებრაული კომპანიის (Green Horizon) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში „მეძროხეობის სანაშენე ცენტრის ჩამოყალიბება“ ებრაული მხარის თანამონაწილეობის საკითხი განიხილეს. უწყების ინფორამციით, საინიციატივო პროექტი გულისხმობს, როგორც ინტენსიური ფერმერული მეურნეობებისთვის უცხოური მაღალპროდუქტიული ძროხის ჯიშების სანაშენე ჯგუფის შექმნას, ასევე ადგილობრივ გარემოპირობებთან შეგუებული მაღალპროდუქტიული ჰიბრიდების გამოყვანას მაღალმთიანი და მომთაბარე მესაქონლეობისთვის. პროექტის აუცილებელი კომპონენტი საკვებწარმოების ბლოკის და სასწავლო-სადემონსტრაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. “მნიშვნელოვანია, რომ ცენტრის საქმიანობა ხელს შეუწყობს ინტენსიური ტიპის მერძეული ფერმების დაარსებას, პირუტყვის გენოფონდის გაუმჯობესებას და დარგში საერთაშორისო სტანდარტის უნარ-ჩვევების დანერგვას", - განაცხადა იური ნოზაძემ. შეხვედრაზე ებრაული კომპანიის ექსპერტმა, ეფი იერუშალმიმ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ებრაელმა ექსპერტებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ინტენსიური ტიპის მეცხოველეობის ფერმები დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ ფერმებში მენეჯმენტის გაუმჯობესების, სწორად დაბალანსებული კვების და ინტროდუცირებული ჯიშის საქონლის მოვლის უნარ-ჩვევების ცოდნის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროდუქტიულობას და გაზრდის შემოსავლებს. კვლევით ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის აკადემიისა და კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)