07:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 15:19:13, 1017 ნახვა

ეკონომიკა
მაისში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.2%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 2.9%-ით შემცირდა

მაისში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 10.3 მილიონი ლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 284.3 მილიონი ლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 274.0 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 15.2 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.3 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 284.3 მლნ ლარით (2.9 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით გაიზარდა).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 5.0 მლრდ ლარის (3.6 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით მეტი).

2016 წლის მაისის განმავლობაში 0.6 პროცენტით ანუ 45.8 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 7.8 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.74 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.16 პროცენტული პუნქტით შემცირდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics