|
2016-06-27 10:20:47, 1157 ნახვა
სხვადასხვა
„ვანო ჩხარტიშვილი პატარკაციშვილის ქონების მითვისებას ისევ ცდილობს“
გარდაცვლილი მეგობრის გაძარცვაში ლონდონის სასამართლოს მიერ მხილებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ქონების დასაბრუნებლად ბრძოლას საქართველოში კვლავ განაგრძობს. როგორც გაზეთი „ვერსია“ წერს, სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, რომელზე გადაწყვეტილებაც მსოფლიოში ყველაზე სამართლიან სასამართლოდ აღიარებულმა დიდი ბრიტანეთის სასამართლომ უკვე მიიღო. ლონდონის სასამართლომ პატარკაციშვილის ოჯახის სარჩელი, ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ, ქართული კანონმდებლობით განიხილა და დაადგინა, რომ სადავო ქონების მესაკუთრე იმდროისთვის უკვე გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი, შესაბამისად, ქონების მემკვიდრე სწორედ მისი ოჯახი იყო. მიუხედავად ამისა, ვანო ჩხარტიშვილი კვლავ განაგრძობს დავას საქართველოში. მიუხედავად ლონდონის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელმაც დაადგინა, რომ აღნიშნული ქონება მას არასდროს ეკუთვნოდა, ჩხარტიშვილი ისევ ცდილობს მოიპოვოს უფლება პატარკაციშვილების კუთვნილ ქონებაზე. დავა, რომლის განხილვაც ამჯერად სააპელაციო სასამართლოში იწყება, ჩხარტიშვილმა ჯერ კიდევ 2014 წამოიწყო. 2014 წლის 21 იანვარსმან სამოქალაქო სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ საქმეზე მოპასუხეებს წარმოადგენდნენ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეები და კომპანიები. აღნიშნული სარჩელით ივანე ჩხარტიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ითხოვდა შემდეგს: ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების არსებობის აღიარებას ბადრი პატარკაციშვილთან, მის (ჩხარტიშვილის) ცნობას სადავო აქტივების მესაკუთრედ და მისცნობასკომპანიების – “კოპელავენჩერსლიმიტედის” და “ბლუტროპიკლიმიტედის” ბენეფიციარ მესაკუთრედ. 2014 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ სრულად დააკმაყოფილა ივანე ჩხარტიშვილის სარჩელი. 2014 წლის 20 აგვისტოს მოპასუხეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება – ივანე ჩხარტიშვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 2015 წლის 15 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნ და თბილისის საქალაქო სასამართლოს. ჶეს განჩინება 2015 წლის 9 თებერვალს ივანე ჩხარტიშვილმა გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. იგი უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც უზენაესი სასამართლოს რულად დააკმაყოფილებდა მის სასარჩელომო თხოვნებს. 2015 წლის 30 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. საქმეზე სასამართლოს ხდომა სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულია 28 ივნისს 10.00 საათზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს აპელანტების აპელაცია და ნაცვლად საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებისა, თავად უნდა მიიღოს აღნიშნულ საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება.
წყარო: "ვერსია"
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი - sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)