13:39 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-26 10:44:16, 1307 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დიდი ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს.

გერმანიის საგარეო საქმეთა  მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ყველა ერთად ვაცხადებთ, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რომ დასრულდეს გაურკვევლობა და მოგვეცეს შესაძლებლობა, ევროპის მომავალზე გავამახვილოთ ყურადღება", - განაცხადა შტაინმაიერმა

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics