|
2015-01-09 10:36:57, 3040 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა ჯვრის უღელტეხილიდან ლატვიელი ტურისტები უვნებლად ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ჯვრის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილო ორი ლატვიელი ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ორი ლატვიელი ტურისტი ვერ ახერხებდა გამოსვლას და დახმარებას ითხოვდა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. უწყების ცნობით, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო დღის განმავლობაში მაშველები ტურისტების ადგილსამყოფელამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. მაშველებს ტურისტებთან სატელეფონო კავშირი ჰქონდათ და ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ტურისტებს კარავი ჰქონდათ გაშლილი და სამაშველო ჯგუფს ელოდებოდნენ. დღის ბოლოს, შსს-ს მაშველებმა წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად ლატვიელი ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)