|
2016-06-24 18:15:33, 887 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ხვალ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება
მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად - 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, 25 ივნისი ბათუმში 6 წელია მასშტაბურად აღინიშნება. მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ბათუმში ბევრი ღონისძიებაა დაიგეგმა, საზეიმო აღლუმი დილის 9 საათზე დაიწყება, სადაც სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილი საზღვაო აკადემიის სტუდენტები ორკესტრის თანხლებით მსვლელობას, 26 მაისის პარკიდან აბაშიძის ქუჩამდე გამართავენ. ღონისძიებას საზეიმოდ გახსნის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის ირაკლი შარაბიძე. მეზღვაურებს, პროფესიულ დღეს მიულოცავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ს დირექტორი, კაპიტანი მამუკა ახალაძე და სხვა მოწვეული სტუმრები. საზღვაო აკადემიის მეოთხე კურსელთა საზეიმო დაჯილდოების შემდეგ სანავიგაციო ხიდურისა და გემბანის საწყისი ცნებების აუდიტორიებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საზღვაო აკადემიის რექტორთან და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად გახსნის. სანავიგაციო ხიდურისთვის აღჭურვილობა იაპონური კომპანია „Furuno“-ს ეკუთვნის, რომლის შესაძენად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 390 000 ლარი გამოიყო. თანამედროვე აღჭურვილობა მთლიანად მოიცავს ხიდურის ყველა იმ მოწყობილობას (რადარი, ელექტრონული რუქა, კომპასი, გლობალური კომუნიკაციის საშუალებები, სინოპტიკური ხელსაწყოები ), რომელიც დღესდღეობით უცხორ საზღვაო გემებზე არსებობს. სანავიგაციო ხიდური საზღვაო აკადემიის სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაში. მეზღვაუღთა საერთაშორისო დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტების ფლეშმობით, საზაფხულო ავტობუსით ბათუმის ბულვარში გასეირნებითა და ბათუმის საზაფხულო თეატრში გამართული კონცერტით დასრულება.
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)