|
2016-06-24 13:24:55, 649 ნახვა
საზოგადოება
ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ სემინარი მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით, სასტუმრო „რუსთავში“ ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის შესახებ 12 დღიანი სემინარი მიმდინარეობს. სემინარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ გახსნეს. „მსგავსი ტიპის პროგრამები ადგილობრივ ფერმერებს და დარგით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება და გაეცნონ ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს დახურული გრუნტის პირობებში. აღნიშნული პროცესი, ამავდროულად ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასათბურე მეურნეობების განვითარებას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. სემინარში მონაწილეობა უფასოა და მასში ჩართულია 70-მდე ფერმერი და დაინტერესებული პირი, რომელთაც რეგისტრაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაიარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ფერმერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებას, ასევე ცოდნის გაღრმავებას მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებზე. აღნიშნული სასწავლო კურსი რიგით მესამეა, რომელიც კვლევითი ცენტრისა და კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში ხორციელდება. სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეები სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციან სათბურებს, ხოლო წილკანსა და ჯიღაურაში ცენტრის ექსპერიმენტალურ ბაზებს დაათვალიერებენ და კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობიან. საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეუნეობის ჯგუფის მიერ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე აშენებულია მზის და ერთსივრციანი სათბურები (7 დიდი და 25 პატარა სათბური). ახალი ტექნოლოგიებით აშენებული და აღჭურვილი სათბურები სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა. აღნიშნულ ბაზაზე ქართველი ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკულ სასწავლო კურსს და გადამზადებას გადიან.
NS
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)