08:58 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 14:34:35, 658 ნახვა

საზოგადოება
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 99 დასახლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 მაისს გამართულ სხდომაზე, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში დამატებით 99 დასახლების (38 000 მაცხოვრებლის) შეტანასთან დაკავშირებით იმსჯელა და შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავრობას აღნიშნული დასახლებების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში დამატების შესახებ.

უწყების ცნობით, თავდაპირველ ჩამონათვალში, რომელიც 1582 დასახლებას მოიცავს, აღნიშნული დასახლებები ვერ მოხვდა იმის გამო, რომ არ არსებობდა საქართველოში არსებული დასახლებების ერთიანი ნუსხა და მათი კრიტერიუმების შესახებ სისტემატიზირებული მონაცემები. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათები დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

ნუსხაში შესატანი 99 დასახლებიდან: 90 - აკმაყოფილებს საბჭოს მიერ დადგენილ დემოგრაფიულ კრიტერიუმს; 6 - კანონით განსაზღვრულ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში შემავალი დასახლებებია; 1 (ჭერემი) - დაზუსტდა ჰიფსომეტრიული სიმაღლე; 1 (ღორღა) - საჯარო რეესტრმა დააზუსტა, რომ, ზოგადად, არსებობს როგორც სოფელი;  1 (კოტორაანთკარი) - აკმაყოფილებს სოფლის მეურნეობის კრიტერიუმს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics