08:57 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 20:11:11, 744 ნახვა

საზოგადოება
ძალადობის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს მოძალადე ოჯახის წევრისგან ბავშვის განცალკევების უფლება მიენიჭა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან განცალკევების უფლებას ანიჭებს. 

სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღემდე ვადით, ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. 

იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა 74-ხმით ერთხმად დაამტკიცეს. ცვლილებები ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში განხორციელდა.

პროექტის თანახმად, ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლისა თუ სხვა პირისგან განცალკევება უკიდურეს ზომას წარმოადგენს. ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არასრულწლოვნის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით. ამასთან, 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, მოძალადე სუბიექტად გვევლინება "სხვა პირი"-ც, რომელიც შესაძლოა არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი არ იყოს, მაგრამ ბავშვზე ძალადობის სხვადასხვა ფორმას ახორციელებდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics