|
2016-06-22 16:09:48, 662 ნახვა
საზოგადოება
კეთილმოწყობის სამსახური ვარკეთილის-3, III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ვარკეთილის-3, III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში, ვარკეთილი-3 , III მ/რ , 310 კორპუსისმიმდებარედ (ნაკვეთი საკადასტრო კოდი N 01.19.39.027.013). ნაკვეთის გასხვისება მოხდა საცხოვრებელი ზონა-6-ის ფუნქციური ზონირებით გათვალისწინებული ობიექტების განვითარების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური/მრავალბინიანი შენობის განთავსებას. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2012 წლის 14 აგვისტოს აუქციონის წესით გასხვისდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: თბილისში, ვარკეთილი-3 , III მ/რ , 310 კორპუსისმიმდებარედ (ნაკვეთი საკადასტრო კოდი N 01.19.39.027.013). ნაკვეთის გასხვისება მოხდა საცხოვრებელი ზონა-6-ის ფუნქციური ზონირებით გათვალისწინებული ობიექტების განვითარების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური/მრავალბინიანი შენობის განთავსებას. მფლობელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და მასზე ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხი არაერთხელ დააყენა არქიტექტურის სამსახურის წინაშე, რომლითაც ითხოვდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=6,0-მდე გაზრდას. აღნიშნულ მოთხოვნებზე ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (2014 წლის 11 ივნისს, 2015 წლის 28 იანვარს, 2015 წლის 5 თებერვალს და 2015 წლის 5 ოქტომბერს) უარყოფითი დასკვნები გასცა. საბჭოს მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მხოლოდ 4,5-მდე გადამეტებას მიეცა დადებითი შეფასება, 2015 წლის 3 ნოემბერს. აღნიშნული პარამეტრების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის მფლობელის მიერ წარმოდგენილი იყო მშენებლობის ნებართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც 2016 წლის 1 ივნისს გაიცა მშენებლობის ნებართვა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)