|
2016-06-22 13:16:46, 1071 ნახვა
სხვადასხვა
კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამსახურის მუშაობის პროცესს გაეცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამიონისტროდან აცნობეს, ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებით აქტიურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა. უწყების ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ ინტენსიურად ხორციელდება კვების ობიექტების, სავაჭრო ქსელების, სკოლებისა და საბავშვო ბარების კვების ბლოკების კონტროლი, ასევე ცხოველთა სასაკლაოების მონიტორინგი, ცხოველთა პროფილაქტიკური ვაცინაცია, სარეალიზაციო ობიექტებში პესტიციდების და აგროქიმიკატების შემოწმება, კალიების და ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველიდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ საშიში მავნებლის - კალიის წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებას დაესწრნენ.ფართობის დამუშავება სამანქანო აგრეგატებით, ე. წ. თერმული ნისლით ხორციელდება. დღეისათვის, კახეთის რეგიონში - სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტებშიუკვე დამუშავებულია 3600 ჰა ფართობი, ქვეყნის მასშტაბით კი - 4300 ჰა ფართობი. ,,კალია საშიში მავნებელია, რომელიც მნიშვნელოვნად ანადგურებს მწვანე საფარს, ნათეს ფართობებს და მოსავალს. შესაბამისად, წამლობის ღონისძიებების დროული ჩატარება აუცილებელია მავნებლის გავრცელების არეალს შემცირებისა და ნათესი ფართობების დაცვის კუთხით“ , - აღნიშნა ოთარ დანელიამ. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უკვე მესამე წელია ინტენსიურად უახლესი ტექნოლოგიებით და ეფექტიანი პრეპარატებით ხორციელდება. შედეგად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მავნებლის გავრცელების არეალი. დედოფლისწყაროში კალიების წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)