|
2016-06-22 10:50:20, 593 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა თიანელი ახალგაზრდებისთვის მარათონი ჩაატარა
“თიანელი ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებისთვის” - ამ სახელწოდებით დაბა თიანეთში მარათონი გაიმართა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ადგილობირივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ჩაატარა. ცენტრის ინფორმაციით, პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული. მარათონს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე და ადგილობირივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 14-დან 18 წლამდე ასაკის 70-მდე მოხალისე მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა სტარტი აიღეს სოფ. ზარიძეების საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. რბენა დაბა თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში დასრულდა. მარათონში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი ღვინიაშვილმა, მეორე და მესამე ადგილები კი გიორგი ცალუღელაშვილსა და ილია კახოშვილს ერგოთ. გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. გიორგი ღვინიაშვილს და პროექტების ყველაზე აქტიურ მონაწილე ქეთი კაცელაშვილს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისგან“ ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ საგზურები გადაეცათ. პროექტის ყველა მონაწილე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან უფასო ექსკურსიით დასაჩუქრდა. აღსანიშნავია, რომ მარათონის იდეა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით, რომელიც “იდეიდან ცვლილებამდე“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. პროექტი „იდეიდან ცვლილებამდე“ ასევე რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)