|
2016-06-21 18:24:58, 825 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრეებსა და მაშველებს სოციალური გარანტიები უწესდებათ
ქმედითი სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები განხორციელებული რეფორმის ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ, პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა, რამდენადაც იგი არის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. კანონპროექტის ნოვაციას წარმოადგენს სააგენტოს მოსამსახურეთა ფუნქციის მიხედვით მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა პირად შემადგენლობად და სამოქალაქო შემადგენლობად დაყოფა. შემადგენლობების მიმართ განისაზღვრა განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი, ფუნქცია-მოვალეობები და მარეგულირებელი ნორმები. რეგულაცია ასევე ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა დისციპლინური გადაცდომებისა და წახალისების მომწესრიგებელ ნორმებს. წახალისების ფორმებს ემატება მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა. კანონპროექტის მნიშვნელოვანი სიახლეა ისეთი სოციალური გარანტიის დაწესება, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეხანძრე-მაშველისა და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაციისა და დაკრძალვის ხარჯის 500 ლარის გარანტირებულად გადაცემა. „აღსანიშნავია, რომ მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა საქმიანობა თავისი არსით წარმოადგენს მომეტებული რისკის შემცველ პროფესიას, შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი საქმიანობისთვის საჭირო უსაფრთხო პირობები, ასევე ისეთი სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც ადეკვატურად პასუხობს მათ მიერ გაწეულ სამსახურს. სახელმწიფოს მიერ საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია სახანძრო და სამაშველო ღონისძიებების უშუალო მონაწილე პირებისათვის შეთავაზებული იყოს ისეთი გარანტიები, რაც მათი მოტივაციის ამაღლებასა და დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებას შეუწყობს ხელს“, -განაცხადა შალვა ხუციშვილმა. კომიტეტის სხდომაზე მსჯელობის საგანი გახდა კანონის ამოქმედების ვადა და უკუქმედების ძალა, რადგან მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოციალური გარანტიები გავრცელდება მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. კომიტეტს მიაჩნია, რომ სოციალური დაცვა იმ პირებზეც უნდა განხორციელდეს, რომლებიც 2017 წლამდე დაიღუპნენ სამაშველო, სახანძრო ან საავარიო-სამაშველო სიტუაციების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. აღნიშნულ საკითხზე უფრო ღრმა და საფუძვლიანი მსჯელობისთვის კომიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ელოდება.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)