|
2016-06-20 13:09:39, 659 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ ღია კარის დღე გამართა
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ მომავალი მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღე გამართა. აბიტურიენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) უნივერსიტეტის რექტორმა წარუდგინა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ წელს 50 სტუდენტს მიიღებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამზე ფინანსებში. აღნიშნული პროგრამა 2 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: დასავლური განათლების მიღების და სწავლის სრულად დაფინანსების შესაძლებლობა, კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ კონტაქტები დაამყარონ წარმატებულ ადამიანებთან. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალურ პირობებს სთავაზობს. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფახურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ 2 წლის განმავლობაში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 78 სტუდენტი მიიღო. აქედან 80%-მა უკვე ისარგებლა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში მოქმედი დაფინანსებით. წელს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს 40-მდე წარმატებული კუსრდამთავრებული ეყოლება. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტების 90%-ი დასაქმებულია და წამყვან კომპანიებში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობენ. დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.mba.edu.ge
(R)
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)