|
2016-06-18 15:08:09, 731 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკითხებზე რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. კონფერენციაზე C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მართვისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ქვეყანაში ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობისა და ვირუსის მკურნალობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრაზე C ჰეპატიტის მკურნალობის ახალ მიდგომებზეც იმსჯელეს და ერთმანეთს დიაგნოსტიკური კვლევების გაუმჯობესებულ პრაქტიკაზე გაუზიარეს გამოცდილება. რეგიონულ სიმპოზიუმს ამერიკისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პროვაიდერი კლინიკების, ასევე ECHO-სა და L.I.F.E.R.-ის პროექტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)