14:30 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 16:33:06, 1437 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა ორლანდოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების გასვენებები მიმდინარეობს. ორლანდოს გეი-კლუბში დაღუპულთა გასვენებები, თითქმის ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, გუშინდელ ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრო. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მ უნდა გაამკაცროს იარაღის შედგად ჩადენილი დანაშაულებების კონტროლი.

ბარაკ ობამა დაღუპულთა ოჯახის წევრებსაც შეხვდა. ახლა ოჯახის წევრები და დაღუპულების მშობლები ითხოვენ პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ მოხდა ეს საშინელი ტრაგედია.

თეთრი სახლის ლიდერმა კონგრესს მიმართა, მიიღონ მკაცრი ზომები, რათა უფრო კანონიერად მოხდეს იარაღის გაყიდვა, მათ შორის ისეთი იარაღებისაც, როგორც იქნა გამოყენებული ტრაგედიის დროს.

ბარაკ ობამასთან ერთად, გასვენებას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ორლანდოს გეი-კლუბს თავს აშშ-ის მოქალაქე, წარმოშობით ავღანელი ომარ მატინი დაესხა. შეიარაღებული თავდასხმის დროს, მან 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 53 კი, დაჭრა.

პოლიციამ 29 წლის მატინი ადგილზევე მოკლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics