|
2016-06-17 12:11:13, 756 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს გამართავს
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 18 ივნისს მომავალი მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (გაგარინის 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) გაიმართება. ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება ფინანსების მიმართულებით. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტიში შესაძლებელია მიიღოთ ხარისხიანი დასავლური განათლება - სწავლის სრული დაფინანსებით. სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაამყარონ საჭირო პროფესიული კონტაქტები და რეალურად მიაღწიონ კარიერაში წინსვლას. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) 2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით ისარგებლებენ. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას. დეტალები საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ: www.mba.edu.ge
(R)
რუსეთმა ჩინეთისგან 10 მილიარდი რუბლის ღირებულების გასაბერი სამხედრო ტექნიკა შეიძინა
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
პუტინმა შორეულ აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისკენ მოუწოდა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



