|
2016-06-16 15:20:44, 1334 ნახვა
მსოფლიო
იუნკერი: ევროკავშირსა და რუსეთს შორის უნდობლობის დონე გაიზარდა
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, რუსეთსა და ევროკავშირის შორის დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს, - ამის შესახებ Daily.lv იუწყება. ამასთან, იუნკერის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის უნდობლობის დონე გაიზარდა და ნდობის აღდგენაა საჭირო. “მე ყოველთვის მჯერა დიალოგის ძალის. საჭიროა მოლაპარაკებები, სანქციების მიუხედავად, საჭიროა, რომ დიალოგისთვის კარი ღია იყოს. ჩემი აქ ყოფნა მეტყველებს იმაზე, რომ მსურს ხიდების აღგენა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ეკონომკური სანქციების გაუქმების ერთადერთ გზად ჯან-კლოდ იუნკერი მინსკის შეთანხმებების შესრულებას მიიჩნევს. “ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ წინ და გზა უკრაინით დავიწყოთ. უკრაინელმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი, რომლის შექმნაც საკუთარი შვილებისთვის სურთ. ჩვენ უკრაინის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. რუსეთი მინსკის შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა. ამიტომ მორიგი ნაბიჯები აშკარაა: საჭიროა, არც მეტი, არც ნაკლები, მინსკის შეთანხმებების სრული შესრულების უზრუნველყოფა. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენი მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ, და ერთადეთი გზა ეკონომიკური სანქციების გასაუქმებლად”, - განაცხადა იუნკერმა. ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე გააკეთა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)