|
2016-06-15 13:59:39, 622 ნახვა
საზოგადოება
ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სასჯელაღსრულების სამინისტროში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ
ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეს, უწყების წარმომადგენლებსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდნენ. უწყების ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ გატარებული რეფორმების, სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე, საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციას, პენიტენციურ ჯანდაცვას, რომლის ხარისხი რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ყურადღება გამახვილდა სისტემაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ბესიკ დევდარიანის განცხადებით, უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაცნობა და გაზიარება ძალზე საინტერესოა. ,,დელეგაციის წევრები დაინტერსებულნი არიან საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმით, რომელსაც ჩვენს რეგიონში ერთი-ერთი საუკეთესო შეიძლება ვუწოდოთ. თუმცა გასათვალისწინებელია მათი გამოცდილებაც. სტუმრები დაინტერესდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობით, რომელიც მათ ჯერჯერობით არ გააჩნიათ და სამომავლოდ დანერგვა სურთ. ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზეც,“ _ განაცხადა ბესიკ დევდარიანმა. სერბეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, პერო დუნიჩის განცხადებით, დელეგაციის წევრები მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით დაინტერესდნენ. „მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება იმ კუთხით, რომ 4 წლის წინ პენიტენციურ დაწესებულებებში 24 ათასი მსჯავრდებული იყო, მაგრამ ამნისტიისა და მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების შედეგად მათი რაოდენობა 9700-მდეა შემცირებული. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ პრობაციის სისტემის ამოქმედების შემდეგ სასჯელაღსრულების მიმართულებით საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია“, - განაცხადა პერო დუნიჩმა. შეხვედრაზე ქართველ კოლეგებს სტუმრებმა ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. დელეგაციის წევრები სასჯელაღსრულების სისტემის თანამშომლების შერჩევა-გადამზადების პრინციპითაც დაინტერესდნენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებას მოინახულებენ, ესტუმრებიან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობას გაეცნობიან. ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა სამინისტროს წარმომადგენლები ბოსნია-ჰერცოგოვინაში მიიწვიეს. ბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ვიზიტი ევროპის საბჭოსა და საქართველოში აშშ-ის სელჩოს ორგანიზებით ხორციელდება.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)