|
2016-06-15 11:45:34, 606 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებისთვის მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2016“ იწყებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2016 წლის 1-5 ივლისს ჟურნალისტებისთვის მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2016“ (Nobel Response – 2016) გამართავს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიზანი, რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით, ჟურნალისტების, რეპორტიორების და ოპერატორების ტრენინგია. მონაწილეობის მსურველები 5 დღის განმავლობაში, 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით სრულად, 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად, სწავლების მონაწილეები 5 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს. სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ. ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს. შესაბამისად სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. ასევე, გაეცნობიან ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, კომპეტენციებსა და მუშაობის სპეციფიკას. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები მოისმენენ მოწვეული ექსპერტების შეფასებებს და მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს. სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 15 ივნისს 09:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივნისის 17.00 საათამდე. შეირჩევა 30 კანდიდატი. სწავლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და თანამშრომლობის პირობებს მონაწილეები უკვე ამის შემდეგ მიიღებენ. სწავლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ჟურნალისტებს, რეპორტიორებს, ტელე-ოპერატორებს და ფოტორეპორტიორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მინიმუმ ორი წელია აქტიურად აშუქებს სამხედრო თემატიკას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ცხელ წერტილებში; ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მზად არის ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ჩართული იყოს სწავლებაში, იცხოვროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე; სწავლებაში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტმა, რეპორტიორმა, ფოტო-რეპორტიორმა, ოპერატორმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი; ორი ფოტო სურათი ¾ (მათ შორის ელ-ვერსიაც); ინფორმაცია და დოკუმენტაცია შეგიძლიათ გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: stratcom@mod.gov.ge ან, ჩააბაროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში. საბუთების მიღება (რეგისტრაცია) დასრულდება 2016 წლის 24 ივნისს 17:00 სთ-ზე;
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)