06:47 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 15:06:08, 702 ნახვა

საზოგადოება
ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა იწყება

ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა იწყება.

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამას კონტაქტორების ნაცვლად, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განახორციელებს.

„აღნიშნული ცვლილება საშუალებას მოგვცემს, რომ გაიზრდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ახალი განყოფილებების გახსნას თბილისსა და რეგიონებში, რათა მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“,- განაცხადა ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განაცხადა.

სამინისტროს ცნობით, მომავალი 1 თვის განმავლობაში თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 3 ახალი განყოფილების გახსნა, სადაც სურვილის შემთხვევაში კონტრაქტორი დაწესებულებების თანამშრომლები დასაქმდებიან.

რეფორმის ფარგლებში შემცირდება ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდის ოდენობაც.

დღეის მდგომარეობით მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 1300 ბენეფიციარია ჩართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics