|
2016-06-12 19:24:25, 705 ნახვა
საზოგადოება
ხვალ თბილისის ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება
წყალდიდობის წლისთავზე, 13 ივნისს, თბილისის ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება. ზოოპარკში მთელი დღის განმავლობაში შემდეგი საქველმოქმედო ღონისძიებებია დაგეგმილი: სისხლის ჩაბარების საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული სისხლის ჩაბარების საქველმოქმედო აქცია. სისხლი მიეწოდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ და სისხლის ონკოლოგიურ პაციენტებს, ახალშობილებს, ბავშვებს, მშობიარეებს, ავტოავარიებში დაზარალებულ ავადმყოფებს, ქირურგიულ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 12:00 – 18:00 საქველმოქმედო აქცია „GAUფრთხილდი“ – 13 ივნისი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ზოოპარკში გაიმართება საქველმოქმედო აქცია ,,GAUფრთხილდი’’. გაიყიდება სხვადასხვა ბრენდირებული სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები და 13 ივნისისადმი მიძღვნილი სიმბოლოები. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში. სტუმრებს ელით სიმბოლური საჩუქრები და გათამაშება. აქციას უერთდებიან მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოხალისე სტუდენტები და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები. 12:00 – 20:00 საბავშვო კუთხე „ზოოპარკის პატარა მეგობრები“ საბავშვო კუთხეში პატარები დახატავენ, ფურცლებზე დატოვებენ ხელის ფერად ანაბეჭდებს და ცარცით მოხატავენ მოედანს. პარალელურად მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა. 13:00 ფოტოგამოფენა „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული ფოტოგამოფენა ასახავს შეიარაღებული ძალების როლს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები. 14:00 საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „ზოოლაივი“ ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება მხატვარ ირინე ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი 35 ნახატი ცხოველების თემაზეა შექმნილი და 13 ივნისის სტიქიის გამოძახილია. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში. ბავშვებს დაურიგდებათ სამახსოვრო სუვენირები ზოოპარკისგან და მხარდამჭერი კომპანიებისგან: Maika.ge, „სნო“, სადისტრიბუციო კომპანია „მზიური“ – შოკოლადი „ლინდტი“, FRIXX.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)