15:31 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 15:28:17, 1393 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის სპორტის მინისტრი: რუსეთ-ინგლისის მატჩი ერთ-ერთი ყველაზე სარისკოა

საფრანგეთის სპორტის მინისტრის პატრიკ კანერის განცხადებით, რუსეთ-ინგლისის საფეხბურთო მატჩი, რომელიც დღეს საფრანგეთის ქალაქ მარსელშია დაგეგმილი, Euro 2016-ის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო მატჩია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მინისტრის განმარტებით, რუსეთ-ინგლისის მატჩზე გულშემატკივართა შორის შეტაკების დიდი საფრთხე არსებობს.

მანვე დასძინა, რომ უსაფრთხოების ყველა შესაბამი ზომა დაცული იქნება.

Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის სამართალდამცველები ქალაქში მარსელში სიტუაციას აკონტროლებენ, თუმცა ინგლისის და რუსეთის გულშემატკივრები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონფლიქტურ სიტუაციაში ფიქსირდებიან, ერთმანეთს სიტყვიერ და ხანდახან ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ.

შეგახსენებთ, რომ ეურო-2016 საფრანგეთსი 10 ივნისს დაიწყო. პირველი მატჩი საფრანგეთსა და რუმინეთს შორის ჩატარდა და საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა.

ცნობისთვის, ადგილობრივ სამართალდამცველებს ყველაზე მეტ პრობლემას ამ დროისთვის, დიდი ბრიტანეთის გულშემატკივრები უქმნიან. ქალაქ მარსელში, ბრიტანეთის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენე და რამდენიმე პირი დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics