02:53 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 13:57:25, 625 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებელი ნოტარიატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 10 ივნისს, 18:00 საათზე სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას გახსნის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი ნოტარიატის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ნოტარიუსთა ასეთი მასშტაბური კონფერენცია, სადაც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე და კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოში პირველად ტარდება.

კონფერენციაში მონაწილეობენ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პირველი პირები: კავშირის პრეზიდენტი დანიელ-სედარ სენგორი, ნოტარიუსთა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის პრეზიდენტი მიშელ მერლოტი და ევროპის ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტი პიერ ბეკე. დელეგატები კონფერენციაზე  ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან (გერმანია, საფრანგეთი, შევიცარია, უნგრეთი, ესტონეთი...) ჩამოდიან.

კონფერენცია ეძღვნება ნოტარიუსის სოციალურ როლს, სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირებაში ნოტარიუსის ფუნქციას; ნოტარიუსის, როგორ იურიდიული მრჩევლის, როლის გაძლიერებას ხელშეკრულებების დადების პროცესში, ქონებრივი გარიგეგების დროს გარიგების მონაწილე მხარეების საკუთრების უფლების დაცვასა და მხარეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაში.

კონფერენციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ბიზნესასოციაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics