|
2016-06-08 13:59:10, 634 ნახვა
საზოგადოება
სფფ: FIFA-მ დაგვიდასტურა, რომ ის ემიჯნება ე.წ. არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არაღაიარებული ქვეყნების ჩემპიონატზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ასევე საუბარია არაღიარებული აფხაზეთის მიერ ფიფაში შესაძლო გაწევრიანებაზეც, რომლის შესახებაც სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ფიფას პრეზიდენტს ოფიციალური "ექსპრენიუსი" ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ არაღიარებული აფხაზეთის მიერ ფიფაში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მედია საშუალებით გაჟღერდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართულ არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიმართა ფიფას და ასევე მიაწოდა ინფორმაცია ჩემპიონატის მსვლელობისას გამართულ პრესკონფერენციაზე დაგ ლარსენისა და სერგეი აზიზოვის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ. შედეგად, ფიფამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ მისი პოზიცია უცვლელია და ის ემიჯნება ე.წ. არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატს, ამასთან, ზემოთაღნიშნული პიროვნებების განცხადებების ფიფას ოფიციალურ პოზიციასთან კავშირი გამორიცხა და აღნიშნა, რომ დაგ ლარსენი და სერგეი აზიზოვი არიან ფიფაში დარეგისტრირებული მატჩის აგენტები, რომელთა განცხადებები არ არის და მათი სტატუსიდან გამომდინარე, ვერც იქნება ფიფას ოფიციალური პოზიცია“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან როგორც ფედერაციის ინფორმაციაშია აღნიშნული ე.წ. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მედიაში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აპირებს წერილობით მიმართოს ფიფას წევრობის მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წერილით მიმართა ფიფას პრეზიდენტს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სფფ აღნიშნული წერილის შინაარსსაც ავრცელებს: „ფიფას პრეზიდენტს ბატონ ჯანი ინფანტინოს: „ბატონო ჯანი,მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ფიფასგან და უეფასგან დამოუკიდებლად გაიმართა „ConIFA” ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა კომუნიკაცია ფიფასთან. ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც არც ფიფას და არც უეფას ეგიდით არ იმართება. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ემიჯნება ფიფას და უეფას სამართლებრივი სივრცის საწინააღმდეგო ქმედებებს და ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პროცესების არსებობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მედია საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აპირებს გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ფიფას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე წერილში აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთადდ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფას და უეფას სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფას წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას. პატივისცემით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი“, - აღნიშნულია სფფ-ს განცხადებაში.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)