|
2016-06-08 12:56:29, 659 ნახვა
საზოგადოება
HELLO! საქართველოში შემოდის
HELLO! - განსაკუთრებული მომენტებით, გრძნობებით, ისტორიებით, სიახლეებითა და სტილით სავსე ჟურნალი მალე საქართველოშიც გამოჩნდება! ბრენდი, რომელიც განსაკუთრებული სარედაქციო სტილითა და ორიგინალური ხედვით გამოირჩევა, ქართველ მკითხველს უნიკალურ ადამიანურ ისტორიებს, ვარსკვლავური ცხოვრების ექსკლუზიურ დეტალებსა და მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო მოვლენების მიმოხილვას გააცნობს. გამოცემა გართობისა და შთაგონების სინთეზი გახდება. საქართველო ამიერკავკასიის პირველი ქვეყანა იქნება, სადაც HELLO! ჟურნალით, ტაბლეტ ვერსიით, ვებპორტალით, სმარტფონ აპლიკაციითა და სოციალური მედიის სხვადასხვა არხით გამოჩნდება და მედიასივრცეში მაღალ ღირებულებებს დაამკვიდრებს. პატივისცემა, სანდოობა, უტყუარი ფაქტები და დახვეწილი გემოვნება იქნება ის, რაც HELLO!-ს სხვა ჟურნალებისგან გამოარჩევს. ბრენდი, რომელიც პირველად ესპანეთში, ჯერ კიდევ 1944 წელს გამოჩნდა, დღეს მკითხველს უკვე 90 ქვეყანაში ამარაგებს სანდო და საინტერესო ინფორმაციით. აღსანიშნავია ისიც, რომ HELLO! საქართველოს შემდეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ესტუმრება. 2 305 000 ყოველკვირეული მკითხველი, 5 098 000 ყოველთვიური სტუმარი ვებგვერდზე, სმარტფონ აპლიკაციის 3 517 000 მომხმარებელი და 5.8 მილიონი მიმდევარი სოციალურ ქსელში - ეს ის რიცხვებია, რომლებიც HELLO!-ს პრესტიჟსა და რეპუტაციაზე საუბრობენ. ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ბაზარზე, ბრენდი განსაკუთრებულ ხარისხთან ასოცირდება და რეკლამის განთავსების თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია. ამავდროულად, ის ყველაზე გაყიდვადი გამოცემაა ვარსკვლავური ცხოვრების, მოდის, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში. გარდა ამისა, HELLO! იდეალური გზამკვლევია მოგზაურობის მსურველთათვის. ჟურნალში საინტერესოდაა გადმოცემული ესა თუ ის ისტორია და ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო კურორტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებაც. ასევე, გამოცემა სრულყოფილად აკმაყოფილებს მკითხველების ინტერესს კულინარიაში, მოდასა და დეკორში. სწორედ ამიტომ, მთავარ გამოცემასთან ერთად, HELLO! მედიასივრცეში სპეციალური დამატებებითაც გამოჩნდება. HELLO! - მომენტები სავსე გრძნობებით, სტილითა და ისტორიებით.
(R)
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)