|
2016-06-08 12:36:58, 700 ნახვა
საზოგადოება
მშვიდობის გლობალურ რეიტინგში 163 ქვეყანას შორის საქართველო 85-ე ადგილს იკავებს
საქართველო მშვიდობის გლობალურ რეიტინგიში 163 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს. 2015 წელთან შედარებით, საქართველომ პოზიცია 7 საფეხურით გააუმჯობესა. წინა წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა 92-ე ადგილზე იყო, 2014 წელს კი 117-ე ადგილს იკავებდა. მშვიდობის გლობალური ინდექსის მონაცემების თანახმად, 2015 წელს მსოფლიოში შეირაღებული კონფლიქტების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო. მათივე მონაცემებით, ლტოლვილთა რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მსოფლიოში ძალადობის დონის მკვეთრი ზრდა გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებით და საომარი მოქმედებებით. ანგარიშში საცხოვრებლად ყველაზე საშიშ ქვეყნად სირიაა აღიარებული. ის რეიტნგში 163-ე ადგილს იკავებს. სირიას მოსდევს სამხრეთ სუდანი, ერაყი, ავღანეთი და სომალი. ამასთან, ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად კი ისლანდია დასახელდა. პირველ ხუთეულში ასევე დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია და პორტუგალია მოხვდნენ. მშვიდობის გლობალური ინდექსის მონაცემებით, 2015 წელს ტერორისტული თავდასხმების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ტერაქტების უმეტესი ნაწილი ხუთ ქვეყანაში - სირიაში, ერაყში, ნიგერიაში, ავღანეთსა და პაკისტანში განხორციელდა. მკვლევარების ინფრომაციით, ევროპა მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან რეგიონად რჩება, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებში ტერაქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ცნობისთვის, რეიტინგი 23 ფაქტორის გათვალისწინებით შეადგინეს, როგორიცაა შიდა - ძალადობისა და კრიმინალის დონე ქვეყანაში, ისე საგარეო - მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები, სამხედრო ხარჯების დონე.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)