02:05 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 19:13:55, 731 ნახვა

საზოგადოება
Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები 30 000-მდე ბილეთია გაყიდული

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, Maroon 5-ის კონცერტის გამო, ბათუმის მიმართულებით, მატარებლებია დამატებული. მისივე თქმით,  მომატებული მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია „ორბი“ ბინებს არემონტებს, ასევე გაზრდილია მოთხოვნა როგორც დიდ, ისე საოჯახო სასტუმროებზე:

„ჩემი ინფორმაციით დამატებულია მატარებლების შემადგენლობა, ზუსტი განრიგი ნამდვილად არ ვიცი, ალბათ, ამის გაგება არ გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ ბათუმში ჩასვლა. განთავსებას რაც შეეხება, ვფიქრობ, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმ კუთხით, თუ როგორ უწყობს ასეთი პროექტები ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. ჩემი ინფორმაციით, „ორბის“ სახლები, რომელბიც თითქოსდა დაკონსერვებული იყო და ვითომდა, მათი გარემონტება არ იგეგმებოდა, სწორედ მომატებული მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია „ორბი“ ბინებს არემონტებს.

დიდი მოთხოვნაა ბინების გაქირავებაზე. პრაქტიკულად, ყველა სასტუმრო გადაჭედილია, როგორც დიდი სასტუმროები,ასევე საოჯახო. ასეთი ვითარებაა არა მხოლოდ ბათუმში, არამედ კვარიათში, გონიოსა და ქობულეთში. კარგია, რომ ამდენი ადამიანი ჩადის რეგიონში, რაც  შესაბამისად აისახება  შემოსავალზე  და შემდგომ ბიუჯეტზეც“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ და დასძინა, რომ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები  30 000-მდე ბილეთია გაყიდული.

პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში Maroon 5 ბათუმში კონცერტს  ხვალ გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics