|
2016-06-06 15:04:01, 548 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური, მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმს დაესწრო. ფორუმზე, რომელიც Forbes Georgia და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით გაიმართა, წარმოდგენილი იყო საინვესტიციო პროექტები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიამ ყურადღება საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებზე გაამახვილა. „ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გპირდებათ თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ყველა ინვესტორს ჩვენთან ბიზნესის წამოწყებასა და წარმართვაში. ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია, შევქმენით ღია, გამჭვირვალე და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. ჩვენთან მარტივია ბიზნესის დაწყება, რადგანაც გვაქვს გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები ქონების განკარგვაზე, მშენებლობაზე და ა.შ. მშენებლობის ნებართვების გაცემა ელექტრონული ფორმით ხდება, რაც სულ რამდენიმე დღეს მოიცავს. შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველწლიურად მზარდია. ბაზარზე ღია და სამართლიანი კონკურენციაა. წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები ჩვენს ქვეყანას აფასებენ, როგორც სტაბილურსა და პოზიტიურს. გვაქვს თავისუფალი სასამართლო, შესაბამისად, ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და მისი ჩარევის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენთან ინვესტირება არის უსაფრთხო და ამავდროულად გვაქვს დაბალი გადასახადები. ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)