|
2016-06-06 14:41:53, 867 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საორიენტაციო კურსის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამონაწილეობით იმართება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი საჯარო პირები მონაწილეობენ. ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საორიენტაციო კურსის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში საქართველოს მეტი ჩართულობაა. „საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის არქიტექტურაში. ჩვენ ვმონაწილეობდით რამდენიმე მისიაში, მათ შორის, აფრიკაში - როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალით. შესაბამისად, გვინდა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ, უზრუნველმყოფებიც ვიყოთ. ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში კონფერენციას უკვე მეორედ ვმასპინძლობთ. ეს იქნება საორიენტაციო კურსი, რომელზეც განიხილება მსოფლიოში არსებული ძირითადი პრობლემები. დღეს მსოფლიო პრობლემები არ არის მხოლოდ ერთ სახელმწიფოში მოქცეული. ევროკავშირის მიღმა ბევრ სახელმწიფოს ეხება ტერორიზმი, ლტოლვილების თემა, სხვადასხვა კრიზისული გამოწვევები. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი კურსებითა და სწავლებებით ჩვენი საჯარო მოხელეები თანხვედრაში იქნებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ საჯარო მოხელეებთან“,- აღნიშნა ანა დოლიძემ. თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საორიენტაციო კურსი 10 ივნისს დასრულდება.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)