|
2026-10-04 16:46:09, 493 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
კახა კალაძემ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს "არასერიოზული და დაგეგმილი" უწოდა. კალაძე ამბობს, რომ ნახა კადრები და "არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია". "ეს დაგეგმილი ფაქტია, როგორც ხდება ხოლმე... არასერიოზულია ეს ყველაფერი... ერთი რამ არის საინტერესო, ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურება ის არის, როდესაც კონკრეტული ადამიანი, პატიმარი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. დიახ, ვნახე კადრრები, როგორც ყველამ, ისე ვნახე მეც. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის რეალობა და სიმართლე. ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნება", - თქვა კალაძემ. მისი განცხადებით, ქვეყანაში "განუკითხაობა, უსამართლობა ადამიანის მიმართ" 2012 წლის შემდეგ დასრულდა და არც ციხეებში და არც მის გარეთ "არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით ვერცერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ". "ის დრო, როდესაც ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უსამართლობა და არასამართლიანი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს დავასრულეთ. 2012 წლის შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვერცერთ ფაქტს ვერ წარმოადგენთ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსებაა. მნიშვნელობა არ აქვს, ის პატიმარია თუ სხვა საქმიანობითაა დაკავებული ექიმია, ბიზნესმენი თუ მასწავლებელი. მნიშვნელოვანია ღირსება - ადამიანის ღირსებას არავინ უნდა შეეხოს, მით უმეტეს, ციხეებში", - თქვა ჟურნალისტებთან დღეს კახა კალაძემ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)