15:07 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 14:33:15, 1005 ნახვა

ეკონომიკა
დუბლინში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

დუბლინში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის  სააგენტოსა (Enterprise Ireland) და ირლანდია-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატის (i-Cham) ერთობლივ ბიზნეს კონფერენციაში, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას მიეძღვნა.

საქმეთა დროებითმა რწმუნებული კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა მოხსენებით „საქართველო - სანდო ბიზნეს პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპაში". გია ზურაბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის არსებულ ხელსაყრელ გარემოზე, ბიზნეს საქმიანობის სიმარტივეზე, მოქნილ საგადასახადო სისტემაზე, კორუფციის დაბალი დონეზე, სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებზე, რაც საქართველოს მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.  მან ასევე  ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე.

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გამოხატა მზადყოფნა,  შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოში საქმიანობის დაწყების მსურველ ირლანდიელ ბიზნესმენებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის ბიზნეს წრეების, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებისა და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რუსეთის რკინიგზამ საქართველოსა და სომხეთში ტურის დაწყება გამოაცხადა
საიამ დევნისა და ვანდალიზმის საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics