01:07 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 17:24:24, 681 ნახვა

საზოგადოება
ვილნიუსმა აჭარის დღეებს უმასპინძლა

ლიტვის დედაქალაქში აჭარის დღეები გაიმართა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩებში ქართული ცეკვების ფლეშმობი გაიმართა, სადაც ქართველმა და ლიტველმა ბავშვებმა სხვადასხვა ქართული ცეკვები შეასრულეს.

ღონისძიების მეორე დღეს კი ვილნიუსის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას გაიმართა კონცერტი, სადაც მუსიკალურმა ანსამბლმა „ფერიცვალება“-მ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მწვერვალ“-მა მაყურებელს ქართული ფოლკლორი წარუდგინეს. კონცერტზე ლიტვაში პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა შორენა ჯანიაშვილმა შეასრულა ქართული სიმღერები. კონცერტის მსვლელობისას მაყურებლისთვის აჭარული ხაჭაპურის კულინარიული მასტერკლასიც გაიმართა.

ლიტვაში ჩატარებული „აჭარის დღეები“ დეპარტამენტის მიერ სხვა სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული იგივე ღონისძიებისგან ფორმატით განსხვავებული იყო. ამ შემთხვევაში ქართული ცეკვების, სიმღერისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ ვილნიუსის გარდა ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში გამართა. ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ჩინეთისგან 10 მილიარდი რუბლის ღირებულების გასაბერი სამხედრო ტექნიკა შეიძინა
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
პუტინმა შორეულ აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისკენ მოუწოდა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics