|
2016-06-03 14:02:21, 1065 ნახვა
სხვადასხვა
Facebook-მა ხელოვნური ინტელექტი შექმნა - ტექნოლოგია შეტყობინებების შინაარსს ხვდება
კომპანია Facebook-მა ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომლის მეშვეობითაც პროგრამა "ხვდება" თუ რას წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში, მაშინაც კი თუ ის ჟარგონს იყენებს. ტექნოლოგია, Deep Text, დაწერილი ტექსტის შინაარსს "ადამიანივით ხვდება". კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ტექნოლოგია მომსახურების გაუმჯობესების მიზნითაა შექმნილი. პროგრამული რობოტი, "სპამების" და მათ შორის სხვადასხვა შეტყობინებების ფილტრაციასაც ახორციელებს. ტექნოლოგია კომპანიის სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის Messenger და საძიებო სისტემაზე, სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს. ასე მაგალითად, Messenger-ში ტექნოლოგია ხვდება თუ სად აპირებს გამგზავრებას მომხმარებელი ან რამის შეძენა/გაყიდვა ხომ არ სურს და შესაბამის ვებ გვერდებსა და საკონტაქტო ნომრებს სთავაზობს. კომპანიის წარმომადგენლები Deep Text-ის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე მუშაობენ, იმისათვის, რომ ტექნოლოგიამ ჟარგონის და შემოკლებული ფრაზების გარჩევაც შეძლოს. Facebook-ში აცხადებენ, რომ პროგრამა მომხმარებლების უკეთესად გაგებისათვისაა შექმნილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ ეტაპისთვის ტექნოლოგია 20-ზე მეტ ენას არჩევს. Quartz Tech News-ის წარმომადგენელი მაიკ მერფი აცხადებს, რომ მსგავს პროგრამას შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. მისივე თქმით, აღნიშნული ტექნოლოგია ერთი მხრივ საკმაოდ საინტერესოა, თუმცა მან შესაძლოა მომხმარებელი შეზღუდოს და მისი წვდომა უფრო ფართო სპექტრის რეკლამასა თუ სხვა სახის მომსახურებასთან იყოს შეზღუდული.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)