|
2016-06-03 11:01:13, 640 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია სტუდენტებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, დანელიამ სტუდენტებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები დეტალურად გააცნო, ასევე დარგში გატარებულ რეფორმებსა და სისტემურ ცვლილებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე სტუდენტებმა მინისტრს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის დეტალები გააცნეს. საბაკალავრო პროგრამის ბიზნეს-სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები ამ ეტაპზე სოფელ საწირეს სასოფლო და არასასოფლო ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირებას ახორციელებენ და იდეების პრაქტიკულ ბიზნესგეგმებად ქცევის კუთხით მუშაობენ. შეხვერაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია ტენდენცია, რაც წარმატებული ბიზნესსკოლის წარმომადგენლების თანამედროვე ცოდნითა და ენთუზიაზმით სოფლის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამაში ჩართვას გულისხმობს. „ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ უმნიშვნელოვანესია სწორედ თქვენი, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდა თაობის როლი ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკურ აღმავლობაში. მოხარული ვარ, რომ იმ საქმეს რასაც ხელი მოჰკიდეთ და დღეს გამაცანით, მიუდექით, ისე, როგორ შეეფერება პროფესიონალ კადრებს. თქვენ გაიზიარეთ საერთაშორისო გამოცდილება, მოძიებული გაქვს ინფორმაცია, თუ რა ხელშეწყობა აქვს სოფლის მეურნეობის დარგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რა მიდგომები და პოლიტიკა არსებობს, რა ვითარება იყო და არის საქართველოში. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ თქვენ ზუსტად აღიქვამთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და DCFTA-ის მნიშვნელობას როგორც დარგის განვითარების, ასევე ქვეყნის წინსვლისა და ევროინტეგრაციის პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ხვდებით ფერმერებს - მათი მოსაზრებები, გამოცდილება, სურვილები თქვენთვის ნაცნობია, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც დაისახეთ... და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ იცნობთ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას 2015-2020“, - განაცხადა ოთარ დანელიამ სტუდენტებთან შეხვედრაზე. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)