23:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 11:43:10, 971 ნახვა

ეკონომიკა
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონი ძალაში შევიდა

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს, ძალაში შევიდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან;

მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა - 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით; საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.

რაც შეეხება მოგების გადასახადის ამოქმედების საკითხს - ბიზნესთან შეთანხმებით, კანონის საფუძველზე, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან და  მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება.

აღნიშნულ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგები. კერძოდ: დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა; გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა; გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა; გაიზრდება ინვესტიციები; გაიზრდება კაპიტალის მოცულობა; გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა; შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები; ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის; ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით; გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3288317





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics