|
2016-06-01 19:58:50, 662 ნახვა
საზოგადოება
"ვენდის" ამერიკულ რესტორანში ბავშვებს ცნობილი სახეები მოემსახურნენ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს "ვენდის" ამერიკული რესტორანი განსაკუთრებულად ხვდება. 16:00 საათიდან 18:00 საათამდე "ვენდის" მთელ ქსელში პატარა სტუმრებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართა. საბავშვო მენიუზე მათ საჩუქრად გაორმაგებული მონეტები გადასცეს. დოლიძის ქუჩის კუთხეში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში მისულ პატარა სტუმრებს კი, განსაკუთებული სიურპრიზი დახვდათ. სალაროებთან მათ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სახეები: ანატოლი ბოისა, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, ვერიკო ტურაშვილი, გოგიჩა და ნინი, ირინა ონაშვილი, თიკა ჯამბურია, მაიკო კაჭკაჭიშვილი, მამულიჩა თავიანთ პატარებთან ერთად მოემსახურნენ და ყველა მსურველს ფოტოს გადაღების შესაძლებლობა მ "ეს იყო არაჩვეულებრივი კამპანია "ვისოლ ჯგუფის" ორგანიზებით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა, რადგან კიდევ ერთი დღე გავულამაზეთ პატარებს. მოვემსახურეთ კლიენტებს, გამოვიწვიეთ, ასე ვთქვათ, ოვაციები და ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, დადებითი ემოცია მივიღე და კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა პატარას დღევანდელ დღეს",-აღნიშნა ირინა ონაშვილმა. "ვენდის" რუსთაველის, ცინცაძის, ვაკის, გლდანისა და დიღმის ფილიალებში კი, ტრადიციისამებრ, "ვენდის" გოგონებმა ბავშვების გართობაზე სახის მოხატვით, მხიარული მუსიკით, თამაშებითა და სახალისო მისალოცების დარიგებით იზრუნეს. "ბავშვებზე დიდი სიხარული არ არსებობს. ყოველი დღე არის მათი, ყველა პატარას ვულოცავ სულით და გულით, რასაც საკუთარს, იმას ვუსურვებ ყველა პატარას საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა ცნობილ საახეებს, რომლებიც მოვიდნენ დღეს და ჩვენთან ერთად ბავშვებიც გაახარეს. ძალიან ჟრიამულია, სიხარულია და ეს იყო ჩვენი მთავარი ჩანაფიქრი",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. "ვისოლ ჯგუფის" მიერ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები 4 ივნისს წყნეთში "სმარტისა" და "დანკი დონატსის" ობიექტზე ზაფხულის სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიებებით გაგრძელდება. 10 ივნისს კი, "რაიდმედთან ერთად" ჯგუფი საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაცია "რაიდმედთან" ერთად. "ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. "მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა "ვენდის" იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და "სმარტთან", "მარშესთან", "პურის სამყაროსთან", "მილკოსა" და "ბადაგთან" თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული ქათმის ხორცით, ბოსტნეულითა, თუ სხვა პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)