|
2016-06-01 16:58:12, 600 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი საქართველოში საშა გრაუმანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის წევრები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. ლტოლვილთა და განსახელბის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოცი წარჩინებული მოსწავლე და პირველი გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლეები, საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. უწყების ცნობით, ახალგაზრდებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის ძირითად პრინციპები გააცნო და მათ სახელმწიფოსა და ბავშვთა ურთიერთობებზე ესაუბრა. იმიტირებულ საკომიტეტო სხდომაზე მოზარდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პარლამენტის წევრებისგან მოისმინეს. ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივით, მსგავსი ფორმატის ღონისძიება, მესამე წელია იმართება და უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. სხდომის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ და მათთვის პარლამენტში საექსკურსიო ტური მოეწყო.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)