|
2016-06-01 16:27:14, 1902 ნახვა
საზოგადოება
იტალიის ვაჭრობის სააგენტო და საქართველოში იტალიის საელჩო „იტალიური ფესტივალი 2016-ს“ თბილისში აღნიშნავენ
იტალიის რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებებით იტალიის ვაჭრობის სააგენტოს (ICE) და იტალიის საელჩოს ორგანიზებით თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება „იტალიური ფესტივალი 2016“. თბილისის მერიის ინფორმაციით, „იტალიური ფესტივალი 2016“ წელს პირველად იმართება საქართველოში. მათივე ცნობით, მისი მიზანია მოხდეს იტალიური კულტურის და Made in Italy-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უკეთ წარმოჩენა საქართველოში. „იტალიურ ფესტივალს“ საზეიმოდ გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართვლოს მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი. საღამოს ფარგლებში მოხდება ცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსის და აქსესუარების ჩვენება/პერსორმანსი, რომელიც ხორციელდება საქართველოში მათი ოფიციალური წარმომადგენლის მაღაზია NEW TREND-ის მიერ. ჩვენების ბექსთეიჯში იმუშავებს სილამაზის ინდუსტრიის კიდევ ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი ALDO COPPOLA. ღონისძიებაზე ასევე სხვა ბრენდების სპეციალური კუთხეები იქნება მოწყობილი. მოდის ჩვენების შემდგომ გაიმართება გამორჩეული იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა, რომელიც იტალიის მოდის ნაციონალური აკადემიისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული გამოფენაგაიხსნება თბილისში სპეციალურად „იტალიური ფესტივალი 2016“ ფარგლებში და ნამუშევრები დარჩება მუზეუმში 2-6 ივნისის განმავლობაში. მოწვეულ სტუმარებს შესაძლებლობა ექნებათ შეიგრძნონ იტალიური გარემო ასევე იტალიური პროდუქციის დაგემოვნებით (კვების და სასმელი პროდუქტებით), რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ღონისძიების პარტნიორი კომპანიების მიერ. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში იტალიური ფესტივალის გახსნის პროცესში ასევე გამოფენილი იქნება ცნობილი იტალიელი სკულპტორის, ბრუნო ბრუნის ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმში დარჩება 3 ივლისამდე. მუზეუმის შემოსასვლეს ასევე დაამშვენებს იტალიური საავტომობილო ბრენდი „ Maserati” –ს მანქანების გამოფენა. „იტალიური ფესტივალი 2016-ზე“ მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის საპატიო წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციაბის და მედიის წამომადგენლები. იტალიის ვაჭრობის სააგენტო (ICE) არის იტალიის სამთავრობო უწყება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა Made in Italy-ის პოპულარიზაცია მსოფლიოს მაშტაბით. სააგენტოს წარმომადგენლობა თბილისში გაიხსნა 2016 წელს, რომლის ამოცანაა იტალურ და ქართულ კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან ხელი შეუწყოს ორმხრივი ეკონომოკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)