|
2016-05-31 13:44:18, 672 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში კვლევა თაფლის ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე ტარდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თაფლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე კვლევას სრული სპექტრით ახორციელებს. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის მიმართულებით. უწყების ცნობით, 2016 წლის მარტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალს თაფლის უვნებლობის მაჩვენებელზე კვლევის 13 პარამეტრი დაემატა. მათ შორის, კვლევები ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფზე, მძიმე მეტალებისა და რადიონუკლიდების ჯგუფზე. აქტიურად მიმდინარეობს ანტიბიოტიკების ჯგუფზე კვლევის პარამეტრების დანერგვაც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შემუშავებულია გეგმა, რომლის საფუძველზეც სააკრედიტაციო ნუსხას სხვა მიმართულების კვლევები ეტაპობრივად დაემატება. ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები და ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიის სპეციალისტები უწევენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ მინიჭებულ საერთაშორისო აკრედიტაციას, ISO 17025 ფლობს. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოში ფუტკრისგან მიღებული პროდუქტის ხარიხსობრივ მახასიათებლებზე გამოკვლევას თაფლის ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს. მიმდინარე წლის ივნისიდან, სურსათის კვლევა უვნებლობის აუცილებელ პარამეტრებზე სავალდებულო გახდება. აუცილებელი პარამეტრების ჩამონათვალიდან, გარკვეულ ნაწილზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია გამოკვლევას უკვე ახორციელებს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის/შემოწმების სისტემა აღიარა, საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში მოხვდება და ადგილობრივ მეწარმეებს უფლება მიეცემათ ქართული თაფლი ექსპორტზე ევროკავშირში გაიტანონ.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)