|
2016-05-31 13:21:57, 709 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა გამარტივდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე პროფესიული განვითარების პროგრამებში კანდიდატთა სამოქალაქო პერსონალის შერჩევის საბჭოს სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭო, რომლის თავმჯდომარეც, სწორედ, ანა დოლიძეა პირველად შეიკრიბა და პროფესიულ განვითარების პროგრამებში მონაწილეობისთვის კანდიდატთა შერჩევის საკითხზე იმსჯელა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვისა და მონაწილეთა შერჩევის ახალი წესი №242 ბრძანებით დამტკიცდა. რეგულაცია მიზნად ისახავს პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეთა შერჩევის პროცესის სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდას. ახალი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ სამინისტროს სისტემის ყველა მოსამსახურე უფლებამოსილია, ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე პირის შერჩევის მიზნით გამართულ კონკურსში. ხელმძღვანელს პირებსაც ექნებათ უფლება წარადგინონ კანდიდატები. ახალი სისტემის მიხედვით შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების პორტალი, რომელზეც იტვირთება პროფესიული განვითარების ყველა პროგრამა. თავდაცვის სისტემის თითოეულ თანამშრომელს წვდომა აქვს აღნიშნულ პორტალზე და შეუძლია, ინტერესისა და რელევანტობის მიხედვით, პორტალიდან გააკეთოს განაცხადი ნებისმიერ კურსზე. ახალი წესის მიხედვით, შეიქმნა პროფესიული განვითარების პროგრამების მართვის კომისია, რომლის ფუნქცია თავდაცვის სისტემის სტრუქტურულ ერთეულებს შორის პროფესიული განვითარების პროგრამების გადანაწილება და კანდიდატების მიერ პრეტენზიების განხილვაა. პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილე პირი, გასაუბრების ფორმით, დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, კანდიდატის მიერ მიღებული ქულების დაჯამებით შეირჩევა. სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთა პროგრამების მართვისა და პროგრამებში მონაწილეთა შერჩევის წესის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების პროგრამის მართვას პროფესიული განვითარების პროგრამების მართვის კომისია ახორციელებს. ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის კონკურენტულ გარემოს ფორმირებას, სადაც თითოეულ აპლიკანტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, დაასაბუთოს მისი პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზანშეწონილობა სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობებისა და პროფესიული განვითარების გათვალისწინებით. ასევე ამოქმედდა გასაჩივრების მექანიზმი - შერჩევის პროცესში მონაწილე პირი უფლებამოსილია პროფესიული განვითარების პროგრამის მართვის კომისიას წარუდგინოს პრეტენზია შერჩევის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პროფესიული განვითარების ახალი სისტემის მნიშვნელოვანი უპირატესობებია: თანამშრომლებში პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის და გამჭვირვალობის გაზრდა, ეფექტიანი დაგეგმვა, შერჩევის უკეთესი მექანიზმები, კრიტერიუმების დახვეწა და გასაჩივრების მექანიზმების დანერგვა.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)